Pages

Friday, March 16, 2018

პატრონი ჩივის, რომ ავიაკომპანიამ მისი გერმანული ნაგაზი, კანზასის ნაცვლად, იაპონიაში წაიყვანა


ამერიკელი ქალი ჩივის, რომ მისი ძაღლი კანზასის ნაცვლად იაპონიაში აღმოჩნდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
კარა სვინდლი ორ ბავშვთან და ძაღლთან ერთად ორეგონადან კანზასში მიფრინავდა. 13 მარტს ის შვილებთან ერთად ავიაკომპანია United Airlines-ის თვითღმფრინავით გაფრინდა. მისი 10 წლის გერმანული ნაგაზი, სახელად ირგო კი სხვა რეისით გაუშვეს, რადგან ეს ჯიში მძიმეწონიანად ითვლება და გადამზიდავის სატვირთო განყოფილებით უნდა გაემგზავრებინათ.
როდესაც სვინდლმა ჩამოფრენისას ძაღლი მოიკითხა, ნაგაზის ნაცვლად მას დოგი მიუყვანეს, რომელიც იაპონიაში უნდა გადაეყვანათ.
მოგვიანებით ავიაკომპანიამ შეცდომა აღიარა, თუმცა ქალს უთხრეს, რომ ძაღლს 2 კვირაში მიუყვანდნენ, რადგან საერთაშორისო რეისის შემდეგ მან კარანტინი უნდა გაიაროს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment