Pages

Saturday, March 24, 2018

ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩისთვის არჩილ ტუტანაშვილის სახელის დარქმევას ითხოვენ


ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის არჩილ ტუტანაშვილის სახელის დარქმევის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ინფოორმაციას kutaisipost-ი ავრცელებს.
"გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს ჩვენი მოქალაქის წამების გამო. ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება მოვითხოვთ ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას არჩილ ტუტანაშვილის სახელი", -  თქვა აქციის მონაწილემ,  ლელა ფხაკაძემ. 
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment