Pages

Friday, March 9, 2018

ამერიკელი მექალთანე, რომელმაც რამდენიმე ქალს მილიონი დოლარი გამოსტყუა, დააკავეს


ვებგვერდ The Atlantic-ზე ქვეყნდება სტატია მექალთანე თაღლით დერეკ ალდრედის შესახებ, რომელიც 2010 წლიდან საკუთარი თავის შესახებ სხვადასხვა ბიოგრაფიებსა და გვარებს იგონებდა, ეცნობოდა ქალებს ინტერნეტით, შედიოდა მათთან ნდობაში და შემდეგ მათ საბანკო ამგარიშებს და სამკაულების ზარდახშებს აცარიელებდა.
ხშირად მას რამდენიმე ქალთან ერთდროულად ჰქონდა ურთიერთობა და ერთის ფინანსებს მეორესთ საჩუქრებში ხარჯავდა. თითქმის 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს მას სერიოზულ ბრალდებებს უყენებდნენ და ბოლოს დააკავეს კიდეც.
დერეკ მილან ალდრედი პოტენციურ მსხვერპლს 50-ს გადაცილებულთა გაცნობის გვერდზე OurTime.com-ზე ეძებდა. მან სწორება ქვრივებზე და განქორწინებულ შვილიან ქალებზე გააკეთა. მათ ნამდვილ სახელს იშვიათად უმხელდა. ჰქონდა 38 ფსევდონიმი. იგონებდა სხვადასხვა ბიოგრაფიასაც - ხან მინესოტას დოქტორის ხარისხის მაძიებელი იყო, ხან - გადამდგარი სამხედრო, ხან - ექიმი და ხან - ბიზნესმენი.
46 წლის ლინდა დიასთან პირველი შეხვედრისას, სადილობამდე მან ლოცვა წაიკითხა. ლინდა კონსერვატორი ქრისტიანი იყო და ამ ფაქტმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მის მიერ შეთხზულ ლეგენდებს ზურგს მყარი მტკიცებულებები უმაგრებდა. მათთვის, ვისაც ის გადამდგარი სამხედრო ეგონა, ოფიცრის ფორმა და “ვერცხლის ვარკსვლავი“ ჰქონდა შენახული საჩვენებლად.
მის მსხვერპლთა უმეტესობას უმაღლესი განათლება და სტაბილური შემოსავალი ჰქონდა.
გამოცემის ინფორმაციით, შვიდი წლის განმავლობაში ალდრედმა ასეთი ნაცნობობით მილიონი დოლარი “გამოიმუშავა“.
თუმცა მისგან მხოლოდ მარტო ქალები არ დაზარალებულან. დაკავებულმა თაღლითმა სასტუმროებშიც დატოვა ღია ანგარიშები. ის სადაზღვევო და სამედიცინო ბიზნესშიც იყო ჩაბმული თაღლითური სქემებით.
ალდრედი ერთი მცირე შეცდომით ჩავარდა: ერთხელ, როდესაც მისმა მეგობარმა ქალმა ის სახლიდან გააცილა, უკან შებრუნებულმა კი ბოიფრენდის ტაბლეტი აღმოაჩინა, მის ფოტოებს ცნობისმოყვარეობის გამო დაუწყო თვალიერება. სწორედ იქ მისი ბოიფრენდი რიჩი  ვინმე დერეკ ალდრედის სახელით საავადმყოფოს პალატაში აღმოაჩინა. ის მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა. სწორედ მაშინ მიხვდა ქალი, რომ პოლიციისთვის უნდა მიემართა.
ის შობამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს. მას 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. “დერეკის ქალები“ იმედოვნებენ, რომ ის ციხიდან უკვე იმდენად მოხუცი დაბრუნდება, რომ სუსტ სქესს თავბრუს ვეღარ დაახვევს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment