Pages

Tuesday, March 27, 2018

ელენე ხოშტარია: საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა „ლამაზი ბოზი“ მიწოდა

ევროპული საქართველოს წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ელენე ხოშტარია სასტუმრო ბილტმორში, გენგეგმის განხილვისას, სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ, Facebook-ზე წერს.
ხოშტარიას თქმით, დაპირისპირების დროს, თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა და მას "ლამაზი ბოზი" უწოდა.
"დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრა, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი. ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს. როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყონდა არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა- ლამაზი ბოზი, მგონი ასე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი კაცებს. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა", - წერს ელენე ხოშტარია.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment