Pages

Friday, March 2, 2018

ექიმმა დონალდ ტრამპს ფასტ ფუდი აუკრძალა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ექიმის რჩევის შემდეგ, ჯანსაღი კვება დაიწყო. შესაბამისად, მას ფასტ ფუდი აეკრძალა, რაც მედიაში როგორც წერდნენ, პრეზიდენტის საყვარელი საკვები იყო. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ტრამპის ხელში ჰამბურგერი ბოლოს ორი კვირის წინ ნახა.
სააგენტოს ცნობით, როცა პრეზიდენტი პირადმა ექიმმა  რონი ჯექსონმა იანვარში აწონა, მას ნაკლები ცხიმის მიღება და რეგულარული ვარჯიში ურჩია. ტრამპის წონა 108,4 კილოგრამი აღმოჩნდა, რაც 400 გრამით მეტია კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილ საზღვრებზე.
წყაროს ცნობით, პრეზიდენტი კვების ახალ რეჟიმს იცავს, თუმცა ზოგჯერ მაინც აძლევს თავს მოდუნების საშუალებას. მისი თქმით ამ კვირაში საუზმეზე ბეკონიც კი დააგემოვნა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment