Pages

Monday, March 26, 2018

ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება

ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. განაცხადების მიღება 19-23 აპრილს იწარმოებს, მშენებლობა კი გამარჯვებულთან კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში დააფინანსებს.
საინვესტიციო ბანკის თანხით ბაკურიანში შემოვლითი გზის პროექტიც უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, პროექტის ღირებულება 7.5 მილიონი ლარია და შესაბამისი ტენდერიც უკვე გამოცხადებულია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment