Pages

Friday, March 2, 2018

სიღნაღის რაიონში ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენდა


„დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 23 მილიონ ლარზე მეტია დაფინსებული „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა.
ხეხილის ბაღი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა.
ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment