Pages

Friday, March 16, 2018

ინგლისში სროლის დროს ფეხმძიმე დაჭრეს


ბრიტანეთის ქალაქ ხორშემის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც ქალაქ ჰასტინგში სროლა ატეხა და ერთი ადამიანი დაჭრა. დაშავებული ფეხმძიმეა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
“სროლის შესახებ ინფორმაცია ბექსჰილ როუდში მივიღეთ. გთხოვთ, ნუ მიუახლოვდებით ტერიტორიას და დარჩით შენობებში ახალი ინფორმაციის მიღებამდე“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
სამართალდამცველების თქმით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment