Pages

Friday, March 16, 2018

ენერგო პრო ჯორჯია: გუდაურში ძაბვის ცვალებადობა არ მომხდარა

ენერგო პრო ჯორჯიაში“აცხადებენ, რომ გუდაურში გუშინდელი ინციდენტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. უფრო მეტიც, ძაბვის ცვალებადობაც კი არ ყოფილა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს

„გუდაურში ადგილზე იმყოფებოდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და კიდევ ერთხელ გადამოწმდა ქსელში არსებული მდგომარეობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტოენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ რაიმე სახის ძაბვის ცვალებადობასაც“, - განაცხადეს კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიაში“. 
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment