Pages

Friday, March 30, 2018

აშშ-ში სავიზო განაცხადისას სოციალურ ქსელების მონაცემების წარდგენა სავალდებული გახდება

ამერიკის შეეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ პოტენციურმა ემიგრანტებმა აშშ-ის ვიზების მოთხოვნისას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემები წარადგინონ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ეხება ყველა განმცხადებლებს. თეთრი სახლის ცნობით, ეს მოთხოვნა იმოქმედებს დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ ემიგრანტზე, მათ შორის ადამიანებზე, ვისაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება სურთ. გამონაკლისია დიპლომატიური ვიზა.
გარდა ამისა, შესავსებ კითხვარს დაემატება შეკითხვები ძველი ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართების, საიმიგრაციო კანონის დარღვევის შესახებ ასევე უნდა დაწერო, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ტერორისტული საქმიანობითაა დაკავებული.
ახალი წესები ჯერჯერობით ძალაში არაა. სახელმწიფო დეპარტამენტი შემოთავაზებულ ცვლილებებს ოფიციალურად  დღეს გამოაქვეყნებს, ხოლო 60 დღის ვადაში ძალაში შევა.
დონალდ ტრამპმა ბოლო საიმიგრაციო განკარგულებას ხელი 6 მარტს მოაწერა. განკარგულება 90 დღით კრძალავს აშშ-ის ტერიტორიაზე 6 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. იმავდროულად, 120 დღით შეწყდება დევნილების მიღების პროგრამა. ეს ზომა არ შეეხება მათ, ვისაც უკვე განუსაზღვრეს ამერიკაში ჩასვლის დრო, ვის შესვლაზეც ნებართვა გაცემულია ან უკვე შეუშვეს ქვეყანაში. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment