Pages

Thursday, March 29, 2018

საზოგადოებრივის ყოფილმა თანამშრომელმა მაუწყებელს სასამართლო დავა მოუგო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა ლაშა მესხმა მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
როგორც ლაშა მესხი წერს, სასამართლომ მის მიმართ განხორციელებული, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. სასამართლომ მაუწყებელს მესხის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხეფლასის სრული ოდენობით ანაზღაურება დააკისრა.
ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გასული წლის თებერვალში გაათავისუფლა. მაშინ მესხმა აქციებიც გამართა. 
ლაშა მესხი ჟურნალისტი და მედიის პროფკავშირის ხელმძღვანელია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment