Pages

Monday, March 5, 2018

ფიონჩანგში პარაოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენები პირველად იასპარეზებენ

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.
9-18 მარტს კორეაში, ქალაქ ფიოჩანგში ტარდება ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები, რომელშიც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.
9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე,  საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად  წარადგენს.
ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები კორეის ფიონჩანგში 9-25 თებერვალს ჩატარდა. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment