თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირი ცალმხრივი უნდა გახდეს. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გზების მოწყობა და ისეთი დატვირთული და მნიშვნელოვანი, როგორიც წერეთლის გამზირია, აუცილებლად მოწესრიგდება თუმცა ორმხრივი მოძრაობის ცალმხრივით შეცვლა არ იგეგმება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აკაკი წერეთლის გამზირზე შალიკაშვილის ხიდიდან (ყოფ. დიდუბის ხიდი) „სამთო ქიმიის“ შენობის მიმართულებით ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წერია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment