Pages

Sunday, March 11, 2018

რუსეთში კაცმა ცოლის მოსაკლავად ბანკიდან კრედიტი აიღო


რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში კაცმა ცოლის მოკვლა გადაწყვიტა, დაქირავებული მკვლელის ასაყვანად კი ბანკში კრედიტი აიღო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
კერძოდ, კაცმა ბანკიდან 40 000 რუბლი გამოიტანა, რათა ქილერისთვის ავანსი გადაეხადა. გრაფაში კი, სადაც კრედიტის აღების მიზანი იწერება, პირადი საჭიროება მიუთითა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 9 მარტს სასამართლომ ის მკვლელობის მომზადების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
როგორც გამოძიებით დადგინდა, 22 წლის პეტერბურგელმა ცოლის მოკვლა 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა. მან დაქირავებული მკვლელის ძებნა დაიწყო. კაცმა ამის შესახებ ნაცნობს უამბო, რომელმაც პოლიციას შეატყობინა. 
შედეგად ქილერის როლში სამართალდამცველი აღმოჩნდა. კაცმა მას 2 დანა, ასევე ცოლის ფოტო და მისამართი მისცა. მტკიცებულების სახით კი მან ცოლის პირადი ნივთების გადაცემა მოითხოვა. პეტერბურგელი მაშინ დააკავეს, როდესაც ის "დაქირავებულ მკვლელს" ავანსს უხდიდა.
კაცმა ცოლის მკვლელობის სურვილის მიზეზად ის დაასახელა, რომ მას ვერ იტანდა და ასევე მცირეწლოვან შვილზე ერთპიროვნული მეურვეობის მოპოვება სურდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment