Pages

Sunday, March 11, 2018

გორის გერბის და დროშის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

გორის საკრებულომ მუნიციპალიტეტის  სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად კონკურსის გამოცხადა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
კომისიის მიერ შემუშავებული პირობების თანახმად, გერბის და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა (წითელი და ლურჯი ფერი);
ბ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობას და გეოგრაფიული მდებარეობას;
გ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი.
კონკურსში გამარჯვებული 700 ლარს მიიღებს.
გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშიც შეცვლა ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა-გაერთიანებამ გამოიწვია, რადგან ორივე მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ძალადაკარგულად მიიჩნევა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment