ისანში აქცია "გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირზე გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო.
გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.
მათი თქმით, აქცია ერთჯერადი სახის არ იქნება და სხვა ქუჩებსაც მოიცავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment