Pages

Sunday, March 4, 2018

CNN-მა გაარკვია, თუ რა სიხშირით უნდა დაკავდეთ სექსით

გაქვთ საკმარისი სიხშირით სექსი? ეს ალბათ ის შეკითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა წყვილების ინტიმური აქტივობის შესახებ იგებთ და ისინი სექსით ყოველდღიურად არიან დაკავებულები, - წერს CNN-ი.
ისინი ვინც ბევრს მუშაობს, სამსახურს კი შვილები და სახლის საქმეებიც ემატება, სექსი იშვიათად აქვთ. ხშირად არ აქვთ. CNN-მა გამოაქვეყნა ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც სექსის სიხშირესთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება.
კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერებისა და სიახლოვის შენარჩუნებისთვის ყოველდღიური ინტიმური ურთიერთობა აუცილებელი არ არის. აღმოჩნდა, რომ წყვილები, რომლებსაც სექსი კვირაში სულ ცოტა 4-ჯერ ან მეტჯერ აქვთ სულაც არ არიან უფრო ბედნიერები, ვიდრე წყვილები ინტიმური ურთიერთობით კვირაში ერთხელ.
თუმცა, როგორც კანადის დელჰაუსის უნივერსიტეტის პროფესორი ემი მიუსი ამბობს, რომ ბევრი სექსი სულაც არ არის ცუდი. პირიქით, ადამიანს უფრო თავდაჯერებულს ხდის. მისი თქმით, სექსი ბედნიერების განცდას აძლიერებს.
ბერლინში მცხოვრები სექს-თერაპევტი ვანესა მარინი ამბობს, რომ სექსის სიხშირე, შესაძლოა, არ იყოს იმის ნიშანი, რომ წყვილი საკმარისად ახლოსაა და კმაყოფილია. მისი თქმით, ზოგჯერ სექსის სიხშირეს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი განსაზღვრავს.
მეცნიერთა ნაწილის აზრით, ხშირი სექსი ზოგ წყვილზე უარყოფითად მოქმედებს და "მოსაწყენიც" კი ხდება, მაგრამ თანხმდებიან იმაზე, რომ ოქროს შუალედია ინტიმური ურთიერთობა კვირაში ერთხელ.
სპეციალისტები წყვილებს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ლოკაციების შეცვლასაც ურჩევენ, რადგან, მათი აზრით, სექსი ახალ გარემოში უფრო ეფექტიანია. რეკომენდებულია სხვადასხვა სასტუმროს ნომრის დაქირავება და ან სხვა უფრო საინტერესო ლოკაციის შერჩევა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment