Pages

Thursday, March 15, 2018

connect-aviation-მა თბილისზე სტატია გამოაქვეყნა


"დიდი მადლობა თბილისო -" ასეთი სათაურით ეხმაურება connect-aviation თავისვებგვერდზე 20-22 თებერვალს საქართველოს დედაქალაქში გამართულ საიუბილეო, რიგით მე-15 საერთაშორისო საავიაციო ფორუმს, რომელსაც წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა. 
თბილისი ულამაზესი ქალაქია. მოუთმენლად ველოდები დავიწყო ახალი, პირდაპირი ავიამიმართულება ამ გასაოცარ ქალაქში“-, განცხადებას სკანდინავიის ავიახაზების ქსელური მენეჯერი გონსალო პერნასი აკეთებს და იქვე დასძენს, რომ ღონისძება უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. 
     
სტატიაში, სადაც ძირითადად 3-დღიანი ფორუმის ამსახველი ფოტოებია წარმოდგენილი ნათქვამია, რომ თბილისში გამართული #connect2018 წარმატებული და ყველასათვის დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო.
"გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს ქართველ მასპინძლებსა და ყველა დელეგატს, რომლებმაც თბილისში გამართული Connect-ი წარმატებულად და ყველასათვის დასამახსოვრებლად აქციეს. რიგით მე-15 connect-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ღირებული, წამყვანი საავიაციო ფორუმია, სადაც შეიკრიბნენ 500-ე მეტი დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირები. 3-დღიანმა შეხვედრებმა, კონფერენციებმა, საავიაციო ინდუსტრიის ბრიფინგებმა დელეგატებს შორის,  ხელი შეუწყვეს ბიზნესშესაძლებლობებისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სტუმართმოყვარეობამ კი დამსწრეებს ის მდიდარი პოტენციალი დაანახა, რომლის შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია,-‘’ ნათქვამია სტატიაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment