Pages

Friday, April 27, 2018

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში €1.5 მილიარდს დახარჯავს

ევროკავშირი ხელოვნურ ინტელექტში კაპიტალდაბანდებას 70%-ით გაზრდის. განცხადება ევროკავშირის ციფრული ბაზრის ვიდეპრეზიდენტმა ანდრუს ანსიპმა გააკეთა. ამის შესახებ ScienceBusiness-ი წერს
ინიციატივა 2020 წლისთვის 1,5 მილიარდი ევროს ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. 
მხოლოდ 2016 წელს ამ სექტორში ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც აზიაში ეს მაჩვენებელი 10 მილიარდ ევროს აღწევს. 
აღნიშნული ნაბიჯით ევროკავშირი შეერთებული შტატების და აზიისთვის ცდილობს კონკურენციის გაწევას. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ საჭიროა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევების რაოდენობა გაიზარდოს, რათა ამ მიმართულებით სულ უფრო მეტი ახალი პროდუქტი შეიქმნას.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment