პირველადი მონაცემებით, 2018 წელს დარეგისტრირდა:
- 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
- 4500-ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის;
- 12 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი;
- 21 ათასამდე მასწავლებელი და პედაგოგობის მსურველი.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საშუალება აქვთ 15 მაისის ჩათვლით დაამატონ (ჩაანაცვლონ) საგანი, შეცვალონ ზოგადი უნარების გამოცდის ენა.
ასეთივე ცვლილების განხორციელებას მაგისტრანტობის კანდიდატებიც (ტესტის ტიპის შეცვლა) 15 მაისამდე შეძლებენ.
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა ან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა წელს უკვე აპელაციების შედეგის გამოცხადებამდე შეეძლებათ (სავარაუდო თარიღია 15 აგვისტო).
No comments:
Post a Comment