ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში ციხიდან გაქცევის მცდელობის დროს დაიღუპა 21 ადამიანი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დაღუპულებს შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რომელსაც პატიმრებმა ცეცხლი გაუხსნეს. 20 გარდაცვლილი კი პატიმარია. დაშავდა 4 პოლიციელი.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს ცეცხლსასროლი იარაღი ციხეში ჰქონდათ. გაქცევის მიზნით, დაცვას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც სამართალდამცავებთან შეტაკება მოჰყვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment