Pages

Thursday, April 12, 2018

მედიკოსები მშობლებს 9 წლის ასაკის გოგონებისთვის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ

მედიკოსები მშობლებს 9 წლის ასაკის გოგონებისთვის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, წელს საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება. 

"პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში და აჭარაში. მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომელსაც ყავს 9 წლის გოგონა, რომ დროულად მიაკითხონ იმუნიზაციის ცენტრებს, რათა ჩაუტარონ ბავშვებს ეს ვაქცინაცია", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. 

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს
Allnews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment