მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მოგება ორ დღეში $9 მილიარდით გაიზარდა. ამის შესახებ პარასკევს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
შედეგად Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონებამ $130.2 მილიარდი შეადგინა.
მარტის ბოლოს ბეზოსის ქონების ღირებულების საბაზრო ფასი მოულოდნელად დონალდ ტრამპსა და ჯეფ ბეზოსს შორის არსებული უთანხმოების და საგადასახადო რეფორმის გამო დაეცა.
Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ონლაინ კომპანიაა. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კონცერნი კანადაში, ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ევროპაში ოპერირებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment