Pages

Friday, April 13, 2018

როგორ შევამოწმოთ გვაქვს თუ არა ვიდეოჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა იცოდეს მძღოლმა საჯარიმო ქვითრის მიღებასთან დაკავშირებით.
სამინისტროს ცნობით, თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე. გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
იმისთვის, რომ გაიგოთ არის თუ არა თქვენს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ამისთვის police.ge-ს ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსება მოგიწევთ: პირადი ნომერი, გვარი, ავტომობილის ნომერი.
ვიდეოჯარიმებს ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოწერენ, რომლებიც მძღოლების მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევას აფიქსირებენ. ჭკვიანი კამერები საქართველოს 10 ქალაქშია დამონტაჟებული.
12 აპრილის მონაცემებით, police.ge-ზე უკვე 20178 ვიდეოჯარიმაა გამოქვეყნებული.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment