ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაშიბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოსამართლემ სამ ბრალდებულთან მიმართებაში, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ძალაში დატოვა პირველი წარდგენის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.
დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.
პროცესზე ასევე ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. კერძოდ, პროცესზე საქმის გამომძიებელი დაიკითხა. საქმეზე მომდევნო სხდომა 2 მაისს დაინიშნა, რომელზეც სახელმწიფო ბრალდება კვლავ საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებითსაავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.
მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment