საქართველოში პირველ კვარტალში საწვავის იმპორტი გაიზარდა.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 242,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 52,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში 127,9 ათასი ტონა ბენზინის და 114,5 ათასი ტონა დიზელის იმპორტი განხორციელდა.
ქვეყნების მიხედვით 2018 წლის I ვარტალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 84,4 ათასი ტონა რუსეთიდან განხორცილედა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 58 ათასი ტონა (23,9%), თურქმენეთი - 39,3 ათასი ტონა (16,2%); აზერბაიჯანი - 30,6 ათასი ტონა (12,6%), ბულგარეთი - 18,2 ათასი ტონა (7,5%); საბერძნეთი - 11,8 ათასი ტონა (4,9%).
imedinews.ge
No comments:
Post a Comment