12 საათიანი შეფერხების შემდეგ კატმანდუს სართაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. შეფერხების მიზეზი Malindo Air-ის ბოინგის ასაფრენი ბილიკიდან გადასვლა გახდა. ამის შესახებ Kathmandupost-ი წერს.
მალაიზიური ავიაკომპანიის ბორტზე 139 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევს შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა თვითმფრინავიც.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამგზავრო საჰაერო ხომალდმა აფრენის ნებართვა მიიღო, თუმცა ბოლო წუთს წარმოქმნილი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზის გამო რეისი გადაიდო.
ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. მომდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment