ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ. მას ჯერ ტყიბულში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, იქიდან კი სასაფლაოზე გადაასვენებენ.
10 აპრილს შახტში დაღუპული 5 მეშახტე დაკრძალეს.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment