Pages

Sunday, April 15, 2018

პრობაციის მინისტრმა ნდობის ჯგუფს საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია მიაწოდა


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში შექმნილ ნდობის ჯგუფს 2014-15 წლებში სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, მან ჯგუფის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
აქ არის დახურული ტიპის ობიექტები, პენიტენციალური დაწესებულებები. ბუნებრივია, ჩვენ ფაქიზად ვუყურებთ ნებისმიერ იმ საკითხს, როდესაც შესაძლებელია პატიმრის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას შეექმნას პრობლემა. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომელიც უკავშირდება კვებას, მომარაგებას, თავად ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხებიც საიდუმლოა და ასეთი ტიპის შესყიდვები ხორციელდება გრიფით „საიდუმლო“ -თქვა კახა კახიშვილმა.
კახიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეაფასა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის თქმით, კახა კახიშვილს შესყიდვებთან მიმართებით სწორი პოლიტიკა გააჩნია. 
ნდობის ჯგუფის სხდომაზე დღეს ასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან საიდუმლო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment