ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრეები აქციას მართავენ. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.მათი თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.
ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.
ქუთაისის მერიის განცხადებით, 21 აპრილიდან ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment