აშშ-ში თეთრი სახლის ეზოდან გაქრა მუხა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისდროს დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა დარგეს. ხის გაუჩინარებას ყურადღება Daily Mail-ის ჟურნალისტებმა მიაქციეს და ცარიელ ადგილს ფოტოც გადაუღეს.
მუხის ადგილზე ახლა ჩვეულებრივი ბალახია და ნერგის კვალიც არსად ჩანს.
მუხა მაკრონმა საფრანგეთიდან, ბელოს ტყიდან ჩამოიტანა, სადაც 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით ბელო ვუდის სახელწოდებით ცნობილი ბრძოლა გაიმართა და მასში 9 ათასი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.
მაკრონის თქმით ამ ხეს ყველასთვის უნდა შეეხსენებინა საფრანგეთისა და აშშ-ის ღრმა კავშირების შესახებ.
თეთრ სახლს მუხის გაუჩინარების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment