Pages

Thursday, April 12, 2018

„ნოვიჩოკის“ შემქმნელმა სკრიპალების გამოჯანმრთელების მიზეზები განმარტა

საბჭოთა ქიმიკოსი ვილ მირზაიანოვი, რომელიც მომწამვლელი ნივთიერება "ნოვიჩოკის" ერთ-ერთი შემქმნელია ამბობს, რომ შხამიანი ნივთიერება კარგავს თავის თვისებებს, როდესაც წყალი ეხება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მისი თქმით,  GRU- ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულიას მოწამვლის დღეს იყო ძლიერი ნისლი, ჰაერი კი ტენიანი. ვილ მირზაიანოვი განმარტავს, რომ მამა-შვილი მოიწამლა, მაგრან ეს დოზა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
მან დასძინა, რომ სუფთა შხამი შეიძლება მხოლოდ სპეციალურ ლაბორატორიაში და მაღალკვალიფიციურ ცენტრში დამზადდეს. ვილ მირზაიანოვის განმარტებით, "ნოვიჩოკი" მომდევნო თაობის ნერვული გაზებია და 10-ჯერ უფრო სუსტია, ვიდრე აქამდე არსებულ მსგავსი საშუალებები. ნივთიერება ძირითადად ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. 
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment