2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.0 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი მოდიოდა.
მარტშიც ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა 38.1 მლ. დოლარი, თუმცა ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 5.1 მილიონით არის შემცირებული. ფულადი გზავნილების მიხედვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იტალია ლიდერობს 15.5 მილიონით, აღსანიშნავია აშშ და ისრაელი 13 მილიონი დოლარით.
imedienws.ge
No comments:
Post a Comment