საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 28 და 29 აპრილს, სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღდება.
დეპარტამენტის ცნობით, ამის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოები და დასუფთავებაა. შედეგად, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment