რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ალტერნატივა არ არსებობს და შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, ვინც მას ხელი მოაწერა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს და გაიზიარეს მოსაზრება, რომ შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკელ კოლეგას მოუწოდებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე ირანთან გაფორმებული შეთანხმება "შეინარჩუნოს, რადგან ამ შეთანხმებაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს."
22 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ აშშ შეთანხმებას დატოვეს, თეირანი ბირთვულ პროგრამას განაახლებს.
ჯერ კიდევ გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისი თქმით, ირანი არ ასრულებს გარიგების მოთხოვნებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს.
ირანის პრეზიდენტმა ტრამპის ბრალდებებს სისულელე უწოდა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment