Pages

Sunday, April 22, 2018

ზახაროვა: ტატუნაშვილის საქმემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა ვერ მოახდინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ლაპარაკისას, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტს შეეხო. ამის შესახებ ზახაროვამ რუსულ ტელეკომპანია "Дождь"თან ინტერვიუში ილაპარაკა.
ზახაროვას თქმით, ტატუნაშვილის საქმით "სპეკულაციებმა" ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი ვერ შეუშალა. 
"უნდა ითქვას, რომ (ურთიერთობების ნორმალიზება) საქართველოში და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ, ბევრს არ მოსწონს. არ არის გასაკვირი, რომ რუსეთ-საქართველოს მოწინააღმდეგეები ამ ამბავს ჩაეჭიდნენ. მიუხედავად ამ ინციდენტთან დაკავშირებული საკმაოდ ცინიკური, პროპაგანდისტული სპეკულაციისა, ურთიერთობები არ გაუარესებულა", - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ზახაროვამ პრემიერ კვირიკაშვილის "სამშვიდობო ინიციატივაც" შეაფასა. მისი თქმით, ზახაროვას თქმით, ინიციატივით ქართულმა მხარემ "ფაქტიურად აღიარა, რომ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის მცხოვრებლები თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და არც სურთ რომ იყვნენ".
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილს ცხედარს ზოგიერთი ორგანო ამოცლილი აქვს, რის გამოც ექსპერტიზა ჭიანურდება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment