Pages

Thursday, April 19, 2018

თავდაცვის უწყება ნატოს ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის მიზანია ნატოსთან საქართველოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) განხორციელების განხილვა და განახლება. ნატოს ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მასპინძლობს. 
ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა წარმატებით შეაფასა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის პარტნიორობის მიზნების (PARP PG) სამუშაო ვერსია, ხაზი გაუსვა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. 
დოკუმენტით აღებული პარტნიორობის მიზნების შესრულება  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს. დოკუმენტი ნატოს შტაბ-ბინაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება. 
ვიზიტის ფარგლებში, წარმომადგენლებმა შეხვედრები ასევე, გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. 
წელს, ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება, ღონისძიებები 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment