ფილმ „ტერმინატორში“ არნოლდ შვარცნეგერის შემცვლელი ნაპოვნია. ამის შესახებ მედიას ფილმის რეჟისორმა ტიმ მილერმა განუცხადა და დასძინა, რომ ფილმზე მუშაობის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ Variety წერს.
კიბორგის როლს ამჯერად გაბრიელ ლუნა მოირგებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრილოგიის გაგრძელებაში ლინდა ჰამილტონი ითამაშებს. ნატალია რეისი და დიეგო ბონტერა სხვა როლებს გადაინაწილებენ. რაც შეეხება შვარცნეგერს უცნობია რა როლს მოირგებს მსახიობი.
Teminator 6-ის გადაღებები ზაფხულიდან დაიწყება. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2009 წლის 22 ნოემბერი სახელდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment