Pages

Monday, April 16, 2018

WSJ: აშშ-ში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებზე დარტყმა იგეგმებოდა


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში სარაკეტო იერიშის მიტანის სამ ვარიანტს განიხილავდა. ამაზე წყაროზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს. 
ერთ-ერთი პირველი ვარიანტი იყო ის, რომელიც შესრულდა - ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე დარტყმა. მეორე ვერსიაში განიხილავდნენ სირიის სამთავრობო ძალების პუნქტების დაბომბვას, ხოლო მესამე ყველაზე რადიკალური - რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის პუნქტებზე დარტყმა. როგორც გამოცემა წერს, ამით პრეზიდენტი ბაშარ ასადის "სამხედრო დახმარებას გაანადგურებდნენ". 
14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.
სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment