სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლითავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. სარდარაპატთან აღმართული მემორიალი სომხეთის პრემიერმინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.
სარდარაპატის დასახლებასთან, 1918 წელს (21-29 მაისს) როდესაც სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და თურქეთის არმიას შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, 28 მაისს თბილისში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების შესახებ გამოაცხადა
სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 2 წელი იარსება. 1920 წლის 2 დეკემბერს ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დღეს აზერბაიჯანშიც აღნიშნავენ. 100 წლის იუბილე საქართველომ 26 მაისს აღნიშნა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment