Pages

Thursday, May 3, 2018

სახანძრო წესების დარღვევაზე ჯარიმები, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა 1000%-ით გაიზარდოს

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში, სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი გაიზრდება.
„კანონის მიღების შემთხვევაში სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, საცხობი ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. მოქმედი კანონით არაადეკვატურად დაბალი ფულადი ჯარიმებია. რიგ შემთხვევებში ობიექტების მეპატრონეებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში 1000%-თაც კი გავზარდეთ ფულადი ჯარიმები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ეფექტს გამოიღებს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
თავშეყრის ადგილებში სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment