Pages

Friday, May 25, 2018

ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2 410 აბიტურიენტი გამოეთიშა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მე-12 კლასელთა 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების მონაცემები გამოაქვეყნა.
მე-12 კლასეთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:
ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა.
უცხოური ენა - დაახლოებით 94%-მა.
ისტორია - 97%-ზე მეტმა.
მათემატიკა - დაახლოებით 93%-მა.
მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში)
ქართული ენა და ლიტერატურა - 97%-ზე მეტმა.
უცხოური ენა - დაახლოებით 88%-ზე მეტმა.
ისტორია - 96%-ზე მეტმა.
მათემატიკა - 88%-ზე მეტმა.
განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 
გეოგრაფია - დაახლოებით 91%-მა.
ბიოლოგია - 61%-ზე მეტმა.
ქიმია - 78%-ზე მეტმა.
ფიზიკა - 43%-ზე მეტმა.
იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.
იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი - 1983.
იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია - 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment