Pages

Sunday, May 27, 2018

თბილისში აფხაზეთში დაღუპული გმირების სახელობის 2 ახალი სკვერი გაიხსნა


ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელობის ორი ახალი სკვერის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N8 და N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო არჩილ სირბილაშვილის სახელობის სკვერი ვაზისუბნის დასახლების N12 კორპუსის წინ მოეწყო.
ორივე მისამართზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ურნები და საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები მოიკირწყლა დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდა ლამპიონები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment