Pages

Thursday, May 3, 2018

ოპერატიული საქმიანობისთვის განკუთვნილ 40 ავტომობილს საექსპლუატაციო ვადა ამოეწურა


„ბალანსზე აღრიცხულ, ოპერატიული საქმიანობისთვის  განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო  ვადა, ფაქტობრივად, უკვე ამოეწურა", - ამის შესახებ ლურჯი ავტომანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების საკითხზე,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.
ამასთან, როგორც საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.
აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი  საგამოძიებო სამსახურისთვის  მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული, ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.
ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. 
მანამდე გაირკვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტომობილების შესაძენად ორ ძვირადღირებულ ტენდერს აცხადებს. ერთი ტენდერის ღირებულება 530 000, ხოლო მეორის - 1 448 000 ლარია. ტენდერების მიხედვით სამინისტროს 40 ავტომობილის, 30 - ბენზინის ძრავიანი, ხოლო 10 - ჰიბრიდის შეძენა სურს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment