Pages

Thursday, May 31, 2018

ხორავას ქუჩის საქმის 4-თვიანი განხილვა - როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც უამრავი კითხვა დატოვა

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, პროცესი დახურული იყო. მას ესწრებოდნენ ბრალდების მხარე, ბრალდებულები, მათი ადვოკატები და დაზარალებულები (მოკლული მოზარდების მშობლები). შესაბამისად, მედია პროცესის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მათგან იღებდა და ჟურნალისტები მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ პროცესს და უშუალოდ „პირველწყაროებისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ ხორავას საქმის გარშემო შექმნილი მდგომარეობა.
მოდით, გადავავლოთ თვალი ხორავას ქუჩის ტრაგედიის ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა კითხვებს გაეცა პასუხები და რა დარჩა ისევ ბუნდოვანი საქმეში.
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით გაგრძელდა და ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამართალდამცველებმა ჯერ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, შემდეგ კი ბრალი მეორე მოზარდსაც წაუყენეს და იმ დროისთვის მიმალვაში მყოფი გ.ჯ. პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ის პოლიციას მალევე ჩაბარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, საგამოძიებო ორგანო პირველივე დღეს დაკავებულ გ.ბ-ს ორივე მოზარდის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ხოლო გ.ჯ.-ს მხოლოდ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. მკვლელობის საქმის გარდა, ცალკე წარმოებად გამოიყო დანაშაულის დაფარვის საქმე, რომელზეც პასუხისგებაში 5 პირი მიეცა. ბრალდებულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრები - კალანდიები იყვნენ. ოჯახის უფროსი თენგიზ კალანდია კი შსს-ს თანამშრომელი იყო.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment