Pages

Monday, May 21, 2018

უწერაში მინიმუმ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება

ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და არანაკლებ 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.
ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა. აუქციონის შედეგად გამარჯვებული შპს „ბიჯი ინვესტმენტი“ გახდა.
საბადოზე ლიცენზიის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 1 252 779 ლარი. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში განახორციელოს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება და რაც არსებითად მნიშვნელოვანია, ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში მან უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა.
უწერის მინერალური წყლის საბადო წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ საბადოს, წყლის გენეზისისა და მისი ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე. მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის“ კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე ,მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც ცხადია, საბადოს მატებს სამკურნალო თვისებებს. „უწერის“ და „ტერსინის“ ტიპის წყლების გამოყენება შესაძლებელია ჩამოსასხმელად, როგორც სასმელ-სამკურნალო - სუფრის წყალი, ხოლო დარასუნის ტიპის წყალი გამოიყენება ბალნეო-სამკურნალო მიზნებისათვის.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment