Pages

Friday, May 18, 2018

თელავში 900 წლის ჭადარი სამკურნალო ქიმიკატებით დამუშავდა


თელავის სავიზიტო ბარათად ქცეულ 900 წლის ჭადარს ამკურნალო სამუშაოები ჩაუტარდა. სპეციალისტების მიერ  ხე შეიწამლა მწერების საწინააღმდეგო ხსნარით და დამუშავდა სპეციალური ქიმიკატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდეშელი, ფიტოპათოლოგი შაქრო ყანჩაველი, დეპარტამენტის თანამშრომლები - ლალი წივილაშვილი და მარიამ მაჭავარიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ზურაბ წიგნაძე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი ნიკო სულხანიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის შპს კეთილმოწყობის სამსახურის წაარმომადგენლები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment