Pages

Tuesday, May 1, 2018

თამბაქოს მოწევის დანებების მსურველებისთვის დახმარების პროფესიული ცენტრი ამუშავდა


დღეს საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა. გარკვეულ ადგილებში სიგარეტის და ელექტროსიგარეტის მოხმარება აიკრძალა, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმებია. 
აკძალვის პარალელურად, იმ ადამიანებს, რომლებსაც სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი აქვთ, მოწევის შეწყვეტის პროფესიონალი ცენტრი დაეხმარება. ცენტრმა მუშაობა დღეს დაიწყო. ინფორამციას allnews.ge წერს.
ცენტრი კლინიკა "ჰელსიკორის" ბაზაზე დაიწყებს ფუქნციონირებას. თამბაქოსგან თავის დაღწევის მსურველი პაციენტები ცენტრში მისვლის შემდეგ რამდენიმე პროცედურას გაივლიან, რის შემდეგაც მათთვის თამბაქოსთვის თავის დანებების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის  მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.
ცნობილი ადგილები, სადაც არ იკრძალება თამბაქოს მოწევა. 
კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.  თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას ადგილზე გამოწერენ.
ასავე გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეთერში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment