Pages

Wednesday, May 2, 2018

მედიკამენტების კონტრაბანდისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მედიკამენტების კონტრაბანდის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით – ჯამში 33 დასახელების მედიკამენტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია  6 470 ლარის ღირებულების კონტრაბანდული მედიკამენტები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment