26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment